მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Lucid, Novavax, BioNTech, Datadog - ბირჟებზე საუკეთესო შედეგების მქონე კომპანიები გასულ 24 საათში

62b5e85972872
გიორგი თოლორდავა
24.06.22 21:40
1867
ამერიკული საფონდო ბირჟებისთვის გასული 24 საათი წარმატებული შედეგებით დასრულდა: აშშ-ის 500 უმსხვილესი კომპანიის აქციების ინდექსი (S&P 500) თითქმის 1%-ით გაიზარდა; 0.7%-ით მოიმატა Dow Jones-ის ინდექსმა; ხოლო Nasdaq-ის ღირებულება 1.6%-ითაა გაზრდილი.

ინვესტორთა ნაწილის შეფასებით, ბირჟების კორექცია ერთგვარ ლოგიკურ დასასრულს უახლოვდება - არსებული მაკროეკონომიკური და გეოპოლიტიკური რისკები უკვე ასახულია ფასებზე, უახლოეს მომავალში ვითარების მკვეთრი გაუარესება კი მოსალოდნელი აღარ არის.

ზოგადი ინდექსების აღმასვლის ფონზე, მნიშვნელოვნად გაიზარდა რამდენიმე მსხვილი ამერიკული კომპანიის აქციების ღირებულება: Datadog-ის აქციები 10.4%-ითაა გაზრდილი; Zscaler-ის - 9.1%-ით; Okta-ს საბაზრო კაპიტალიზაციამ 8.6%-ით მოიმატა; Autodesk-ის აქციების ფასი კი 8.4%-ითაა გაზრდილი.

გამორჩეული შედეგი ჰქონდა ელექტრომობილების მწარმოებელ Lucid-საც, მისი აქციების ღირებულება 24 საათში 7%-ით გაიზარდა.

საერთო ჯამში, გასული დღის სავაჭრო სესია საუკეთესო შედეგებით სამედიცინო-ფარმაცევტულ სექტორში წარმოდგენილი კომპანიებისთვის დასრულდა, კერძოდ, Novavax-ის აქციები 13.9%-ით გაიზარდა; Adaptive Biotech-ის საბაზრო ღირებულება 12.3%-ითაა გაზრდილი; 7.5%-ით მოიმატა Inovio-ს ღირებულებამ; ხოლო BioNTech-ის აქციების ფასი 7%-ითაა გაზრდილი.

რაც შეეხება Dow Jones-ის ინდექსში წარმოდგენილ უმსხვილეს ამერიკულ კომპანიებს: Salesforce (+3.4%); Merck & Co (+3.2%); Nike (+2.9%); P & G (+2.8%); Verizon (+2.6%); Walmart (+2.5%); Home Depot (+2.4%); Microsoft (+2.3%); J & J (+2.3%); Apple (+2.2%).


საქართველოს ბანკის მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla და ა.შ. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.