25.სექტემბერი .2019 00:20

იტალია 2020 წლისთვის ეკონომიკური ზრდის პროგნოზს ამცირებს

views 200
უკან

იტალია შემდეგი წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზს შეამცირებს, -  ინფორმაციას სანდო წყაროზე დაყრდნობით იტალიური ბიზნეს-გამოცემები ავრცელებენ.  არსებული ცნობით, ქვეყნის მთავრობა 2020 წელს ეკონომიკის მხოლოდ 0.6%-ით ზრდას ელის.


ჯერ კიდევ აპრილში იტალია ეკონომიკის 0,8%-იან ზრდას პროგნოზირებდა.


"თუ ეკონომიკური პოლიტიკა იგივე დარჩა, მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა მომავალ წელს, დაახლოებით, 0,4% იქნება", - აცხადებს  წყარო იტალიურ მედიასთან.




იტალიის ფინანსთა სამინისტრო, ჯერჯერობით, მედიასთან კომენტარს არ აკეთებს. ქვეყნის მთავრობა 2020 წლის ბიუჯეტის პროექტს ოფიციალურად პარასკევს წარადგენს.