იტალიის ხელისუფლება პრობლემური ავიაკომპანიის Alitalia-ს ფინანსურ მხარდაჭერას წყვეტს. იტალიის მთავრობის გადაწყვეტილება იმას ნიშნავს, რომ იმ შემთხვევაში თუ მომავალი წლის პირველ ნახევრამდე მყიდველი არ გამოჩნდება, კომპანიამ შესაძლოა არსებობა შეწყვიტოს. გადაწყვეტილება იტალიურ გამოცემასთან ქვეყნის ინდუსტრიის მინისტრმა სტეფანო პატუანელიმ გაახმოვანა.
მინისტრის ინფორმაციითვე, გასული კვირის განმავლობაში Alitalia-ს მხარდასაჭერად €400 მლნ გამოიყო, რაც ბოლო შემთხვევა იქნება, როცა სახელმწიფოს ფული კომპანიას დასახმარებლად გადაეცა. დეკემბრის დასაწყისში კომპანიას, რომლის ზარალიც ყოველდღიურად €2 მლნ-ს აღწევს, დროებითი მმართველი დაუნიშნეს.
Alitalia მომგებიანი კომპანია 1999 წლიდან აღარ არის და ამ დროის განმავლობაში მისი მხარდაჭერისთვის იტალიის მთავრობას €10 მლრდ აქვს დახარჯული. კომპანიის გაკოტრების საქმე 2017 წელს არის დაწყებული და ამ დროის განმავლობაში მისი შეძენის სურვილი რამდენიმე საერთაშორისო ავიაკომპანიამ გამოთქვა, მათ შორის არიან: Qatar Airways, Lufthansa, Delta, Ryanair, Air China. სურვილის მიუხედავად კომპანიაში ინვესტირებაზე საბოლოოდ გადაწყვეტილება არავის მიუღია და სწორედ ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ კომპანია ახლა დროებითი მმართველის ხელშია.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა
„ფილიპ მორის საქართველო“: IQOS-ი საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის