თბილისის მერი კახა კალაძე რომის მერს, რობერტო გუალტიერის შეხვდა. შეხვედრა რომში, კახა კალაძის ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.
თბილისის მერის ინფორმაციით, საქართველოს და იტალიის დედაქალაქების მერებმა ორი ქვეყნის მჭიდრო და მეგობრულ ურთიერთობებზე ისაუბრეს. შეხვედრაზე ხაზი გაესვა, რომ საქართველო ევროპული ოჯახის განუყოფელი ნაწილია და ქართველი ხალხის ევროპული არჩევანი ურყევია. თბილისის მერმა მადლობა გადაუხადა რობერტო გუალტიერის, საქართველოს ევროატლანტიკურ გზაზე იტალიის მხრიდან გამოხატული მტკიცე მხარდაჭერისთვის.
საუბარი შეეხო თბილისსა და რომს შორის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს.
„პირველ რიგში, მინდა, მადლობა გადაგიხადოთ გულთბილი მასპინძლობისთვის. როგორც იცით, ჩემთვის იტალია მეორე სამშობლოა. თუ რამე წარმატება გამაჩნია, ეს დაკავშირებულია ამ ქვეყანასთან და ამ ხალხთან. ძალიან ვუფრთხილდები ამ სიყვარულს და ურთიერთობას. მოხარული ვარ, რომ ჩვენ დღეს ხელს მოვაწერთ დედაქალაქებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს. იმედი მაქვს, ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმება მოგვცემს მეტ შესაძლებლობას, ერთმანეთს გავუზიაროთ ცოდნა და გამოცდილება და ვითანამშრომლოთ სხვადასხვა მიმართულებით“, - განაცხადა კახა კალაძემ შეხვედრაზე.
თბილისის მერმა წარმატებები უსურვა იტალიის დედაქალაქს საერთაშორისო გამოფენა „EXPO 2030“-ის მასპინძლობისთვის კანდიდატურის დაყენებასთან დაკავშირებით და გამარჯვება უსურვა.
რომის მერმა მადლობა გადაუხადა თბილისელ კოლეგას ვიზიტისთვის. მანვე იმედი გამოთქვა, რომ "EXPO 2030"-ის მასპინძლობა მისცემს საშუალებას რომს, კიდევ უფრო გააღრმავოს თანამშრომლობა სხვადასხვა ქალაქთან, მათ შორის თბილისთან.
„მინდა, კიდევ ერთხელ გამოვხატო იტალიის სრული მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისადმი. იმედი მაქვს, მემორანდუმი, რომელსაც ხელს მოვაწერთ, კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენს ქვეყნებს და განსაკუთრებით ჩვენს ქალაქებს შორის არსებულ ურთიერთობებს. დარწმუნებული ვარ, „ექსპო 2030“ იქნება ერთგვარი ჩარჩო, რომლის ფარგლებშიც განვითარდება არა მხოლოდ ორმხრივი, არამედ მრავალმხრივი ურთიერთობები“, - აღნიშნა რობერტო გუალტიერიმ.
რომის მერიაში გამართულ შეხვედრას თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იტალიის რესპუბლიკაში კონსტანტინე სურგულაძე დაესწრნენ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
პატარძეულთან ახლოს, ნავთობის ახალი მარაგებია აღმოჩენილი - Block Energy
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი
საქართველომ ტრაილერების გატარებით რეკორდული შემოსავალი მიიღო
"ვფიქრობ, ქარხნებიც გადმოვა საქართველოში" - ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძე დიაგონალური კუმულაციის მოსალოდნელ შედეგებზე
რა ნიშნულს შეინარჩუნებს ლარი? - პაპავას პროგნოზი
საქართველო ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში გეგმავს გაწევრიანებას - პრემიერი
თბილისის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება 34 საათით შეუწყდება
„შეიძლება რამდენიმე თვეში გუდა-ნაბადი ავიკრა და ქვეყნიდან წავიდე“ - გურამ ბაღდოშვილი
1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდება - მინისტრი