მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იტალია Covid-შეზღუდვებს ამკაცრებს

61adb1896481e
თათია კაკიაშვილი
06.12.21 10:16
747
იტალია, რომელსაც ევროპაში ვაქცინაციის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს, კიდევ უფრო ამკაცრებს შეზღუდვებს მოსახლეობის იმ მცირე ნაწილისთვის, რომელიც აქამდე აცრაზე უარს ამბობდა. ინფორმაციას „ბლუმბერგი“ ავრცელებს.

დღეიდან ქვეყანაში მოქმედებს მწვანე საშვი, რომელიც აჩვენებს მოქალაქის ვაქცინაციის სტატუსს, ვირუსისგან გამოჯანმრთელების დროს ან ბოლოდროინდელი კოვიდ-ტესტის უარყოფით შედეგს და ის საჭირო იქნება ავტობუსებში, მეტროში, ადგილობრივ მატარებლებსა და სასტუმროებში.

მწვანე საშვი, ასევე, უკვე სავალდებულოა სამსახურებში, შორ მანძილზე გადაადგილებისთვის და დახურული სივრცეებისთვის, მათ შორის, რესტორნებში, კაფე-ბარებში, თეატრებში, კინოთეატრებში, სპორტულ დარბაზებში და ა.შ.

ახალი წესები მომავალი წლის 15 იანვრამდე დარჩება ძალაში.

გამოცემა Bloomberg-ის ბოლო მონაცემებით, იტალიაში მოსახლეობის 74.8% სრულად ვაქცინირებულია.