მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იტალია დღეიდან "კომენდანტის საათს" აწესებს

5fa2ab9118b1d
ნათია თაქთაქიშვილი
04.11.20 17:40
1187
იტალიის პრემიერ-მინისტრის ჯუზეპე კონტეს გადაწყვეტილებით, ქვეყანაში "კომენდანტის საათი" გამოცხადდა. "კომენდანტის საათი" ყოველდღე 22:00 საათიდან 05:00-მდე იმოქმედებს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ადგილობრივ პრესაზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის მიხედვით, ახალი შეზღუდვები ძალაში დღეიდან შედის და სულ მცირე ერთი თვე გაგრძელდება.

გარდა ამისა, ქვეყანაში დაიხურა მუზეუმები, სკოლებში უფროსკლასელები სწავლას დისტანციურად გააგრძელებენ, სავაჭრო ცენტრები კი შაბათ-კვირას არ იმუშავებს.

ქვეყნის რეგიონები რისკის სამ ზონად დაიყოფა: დაბალი, საშუალო და მაღალი. მაღალი რისკის ზონებში დამატებითი შეზღუდვები იმოქმედებს, მათ შორისაა რეგიონებს შორის გადაადგილების შეზღუდვა.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსით დაავადების შემთხვევების ზრდის გამო იტალიაში შეზღუდვები გასულ კვირასაც გამკაცრდა. დაიხურა საცურაო აუზები, სპორტული დარბაზები და კინოთეატრები. ასევე, საღამოს 6 საათიდან იხურება ბარები და რესტორნები.