მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იტალია მიგრანტებს, მათ შორის ქართველებს, ლეგალურად დასაქმების უფლებას მისცემს

5ebd27d50e8e5
ნათია თაქთაქიშვილი
14.05.20 15:40
2412
იტალიის პრემიერ მინისტრმა ჯუზეპე კონტემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ იტალია ყველა მიგრანტს ლეგალურად დასაქმების უფლებას მისცემს. ამის შესახებ ინფორმაციას მედია გამოცემა thelocal.it-ი ავრცელებს.

ახალი წესების მიხედვით, ისინი იტალიაში ლეგალურად ცხოვრებას და დასაქმებას შეძლებენ. მიგრანტებს ექნებათ უფლება, მოითხოვონ ექვსთვიანი ბინადრობის ან მუშაობის ნებართვა სოფლის მეურნეობის დარგში ან სახლში დამხმარის პოზიციაზე.

პრემიერ მინისტრის განცხადებით, სახელმწიფო მათ უზრუნველყოფს ჯანდაცვის პაკეტებით და ზოგადად სახელმწიფო სერვისებით.

მიგრანტებმა აპლიკაციებზე განაცხადი უნდა შეიტანონ 2020 წლის 1 ივნისიდან 15 ივლისამდე.

კანონის ინიციატორი იტალიის სოფლის მეურნეობის მინისტრი ტერეზა ბელანოვაა.

„მინდა ხაზი გავუსვა ჩემთვის ფუნდამენტურ საკითხს – სამუშაო ურთიერთობების გაჩენას. დღეიდან "უხილავები" გახდებიან ნაკლებად უხილავები“, – განაცხადა ტერეზა ბელანოვამ.

მისი განცახდებით, ყოველ წელს ათასობით მუშახელი ჩამოდის აფრიკიდან, ბელარუსიიდან, რუმინეთიდან, მაშინ როდესაც მათი უფლებები მინიმალურად არის დაცული. ხშირად მათ დამქირავებლები არანორმირებულად ამუშავებენ და ცოტას უხდიან, ასევე მათ საცხოვრებელ ადგილებზე არ არის დაცული სანიტარული ნორმები.

მთავრობის განკარგულების მიხედვით, გადაუდებელი ზომები უნდა იქნას მიღებული, რათა მოხდეს მუშახელის უსაფრთხოების და საცხოვრებლი კამპუსების სისუფთავის უზრუნველყოფა.