09.ოქტომბერი .2019 16:20

იტალია პარლამენტარების რაოდენობას 345 ადამიანით ამცირებს

views 177
უკან

იტალიის დეპუტატთა პალატამ საბოლოოდ, მეოთხე მოსმენით დაამტკიცა საკონსტიტუციო კანონი, რომელიც ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს წევრთა რაოდენობის 345 კაცით შემცირებას ითვალისწინებს.

იტალიური მედიის ცნობით, კანონს მხარი ქვედა პალატის წევრთა უმრავლესობამ - 553 დეპუტატმა დაუჭირა, 14 კი წინააღმდეგ წავიდა.

ადგილობრივი გამოცემები წერენ, რომ ახალი საპარლამენტო რეგულაცია უდავოდ სერიოზულ გავლენას მოახდენს იტალიის პოლიტიკური სისტემის ფუნქციონირებაზე.

ახალი კანონის თანახმად, სენატორების რაოდენობა მიმდინარე 315-დან 200-მდე შემცირდება, ხოლო დეპუტატების – 630-დან 400-მდე დაიკლებს.