მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იტალია პლასტმასს ბრძოლას უცხადებს

5d84a8c724cfd
მიხეილ ხაჩიძე
20.09.19 23:50
1195

იტალიის ახალი მთავრობა გარემოს დაბინძურებისგან დაცვის კამპანიის ფარგლებში, პლასტმასის წინააღმდეგ აქტიურ ბრძოლას იწყებს. ქვეყნის ხელისუფლების ინიციატივით, პროდუქცია, რომელიც პლასტმასში არ იქნება შეფუთული 20 პროცენტიანი ფასდაკლებით გაიყიდება. მთავრობამ საკითხი უკვე განიხილა და დაამტკიცა. 2020-2022 წლებში ამ ღონისძიებებისთვის 10 მილიონი ევრო გამოიყოფა.


ხელისუფლებაში იმედოვნებენ, რომ მომხმარებლები 20 %-იან ფასდაკლებას უპირატესტობას მიანიჭებენ და პლასტმასში შეუფუთავ პროდუქციას იყიდიან.


ეს არ არის ერთადერთი ზომა, რომელიც იტალია სურს განახორციელოს. ხელისუფლება ეკოლოგიურად მავნე პროდუქტებისთვის მომავალში ყველა სახის სუბსიდიის გაუქმებას ვარაუდობს.