30.აპრილი .2021 17:55

იტალია ქვეყანაში შესვლის წესებს ამკაცრებს

იტალია ქვეყანაში შესვლის წესებს ამკაცრებს
views 1224
უკან

იტალიამ კორონავირუსის პანდემიის გავრცელების პრევენციისთვის ქვეყანაში შესვლის წესები კიდევ უფრო გაამკაცრა - ქვეყანაში უკვე აიკრძალა ინდოეთიდან ჩასვლა. ინფორმაციას Reuters-ი ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის მიხედვით, აკრძალვები ასევე შეეხება კიდევ ორ ქვეყანას - შრი-ლანკასა და ბანგლადეშს.

ბოლო რეისზე, რომელიც ინდოეთიდან იტალიისკენ შესრულდა, 213 მგზავრიდან კორონავირუსი 23 მათგანს დაუდასტურდა. აღსანიშნავია, რომ ინდოეთში ყოველდღიურად  კორონავირუსით ინფიცირების და გარდაცვალების რეკორდული რაოდენობის შემთხვევები ფიქსირდება.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ამ ეტაპზე უცნობია მგზავრები კორონავირუსის მუტირებული შტამით არიან ინფიცრებულები თუ - არა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ინდოეთში კორონავირუსის 18 762 976 მილიონი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 208 330 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

აღსანიშნავია, რომ ინდოეთიდან ჩამსვლელებისთვის საზღვრები მსოფლიოს უკვე არაერთმა სახელმწიფომ ჩაკეტა.