30.ივლისი .2020 19:17

იტალია საგანგებო მდგომარეობას 15 ოქტომბრამდე ახანგრძლივებს

views 530
უკან

იტალიის მთავრობამ დღეს დილით გადაწყვეტილება მიიღო კორონავირუსის გამო დაწესებული საგანგებო მდგომარეობის 15 ოქტომბრამდე გახანგრძლივებასთან დაკავშირებით. მიზეზი კორონავირუსით ინფიცირების გაზრდილი შემთხვევებია. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

გამოცემის მიხედვით, მინისტრთა კაბინეტმა პრეზიდენტ ჯუზეპე კონტეს წინადადება საგანგებო მდგომარეობის გხანგრძლივებასთან დაკავშირებით დაამტკიცა.

იტალიის კანონმდებლობა მთავრობას აძლევს უფლებას, საგანგებო მდგომარეობის დაწესებასთან დაკავშირებით გარემოებების შესაბამისად იმოქმედოს და შეაჩეროს კორონავირუსის გავრცელება.

შეგახსენებთ, რომ იტალია ერთერთი პირველი ევროპული ქვეყანაა, რომელიც ყველაზე მეტად დაზარალდა კორონავირუსის გავრცელების პირველ ეტაპზე.

Johns Hopkins University-ის ბოლო მონაცემებით, იტალიაში კორონავირუსით ინფიცირებულების ჯამურმა რაოდენობამ 246,776 შეადგინა და გარდაიცვალა 35,129 ადამიანი.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა