მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იტალია საგანგებო მდგომარეობის შემამსუბუქებელ ზომებს მიმართავს

5ea6909b5109a
ნათია თაქთაქიშვილი
27.04.20 12:19
1300
იტალია საგანგებო მდგომარეობის შემამსუბუქებელი ზომების შემოღებაზე აცხადებს, რომელიც ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების გამო 7 კვირის წინ დაწესდა. ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ჯუზეპე კონტე აღნიშნავს, რომ შემსუბუქებული ზომები ძალაში 4 მაისიდან შევა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, შემსუბუქებული ზომების ფარგლებში, იტალიის მოსახლეობას ნათესავების მონახულების უფლება ექნება იმავე რეგიონში, სადაც თავად ცხოვრობენ. გაიხსნება პარკები, ქარხნები, განახლდება სამშენებლო საქმიანობა, მაგრამ სკოლებში სწავლა სექტემბრამდე არ განახლდება.

კონტემ აღნიშნა, რომ ნებადართული გახდება დაკრძალვების მოწყობა მაქსიმუმ 15 ადამიანის თანდასწერებით. გაიხსნება რესტორნები და ბარები იმ პირობით, რომ მომხმარებელი საკვებს თავად წაიღებს და მისი მოხმარება სახლში ან ოფისში შეეძლებათ.

სილამაზის სალონები, ბარები და რესტორნები (შენობაში სერვისის მიღების თვალსაზრისით) პირველი ივნისიდან გაიხსნება. აღსანიშნავია, რომ საცალო გაყიდვების მაღაზიები, მუზეუმები და ბიბლიოთეკები 18 მაისიდან განაახლებენ ფუნქციონირებას. ასევე 18 მაისიდან შეძლებენ სპორტული გუნდები გამართონ ერთობლივი ვარჯიშები.

როგორც კონტემ საკუთარ გამოსვლაში აღნიშნა, საეკლესიო მომსახურება აკრძალული რჩება და ადამიანებმა ისევ უნდა დაიცვან სოციალური დისტანცირების ნორმები.

აღსანიშნავია, რომ ევროპაში იტალია კორონავირუსისგან ერთერთი ყველაზე მეტად დაზარალებული ქვეყანაა, სადაც 27 აპრილის მონაცმემებით, კორონავირუსით ინფიცირების 197,675 შემთხვევა იქნა გამოვლენილი, გარდაიცვალა 26,644 ინფიცირებული, ხოლო გამოჯანმრთელდა 64,928 ადამიანი.