მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იტალიამ Apple-ი 10 მლნ ევროთი დააჯარიმა

5fc63c16966a0
ნათია თაქთაქიშვილი
01.12.20 23:00
933
იტალიის მარეგულირებელმა ორგანომ კომპანია Apple-ი 10 მილიონი ევროთი დააჯარიმა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის მიხედვით, მარეგულირებელი ორგანო მიიჩნევს, რომ კომპანიამ მომხმარებლები შეცდომაში შეიყვანა iPhone-ების წყალგაუმტარობის შესახებ ინფორმაციის მიწოდებისას.

კერძოდ, სარეკლამო მასალებში კომპანია აცხადებდა, რომ სმარტფონები 1-დან 4 მეტრამდე სიღრმეზე წყალგაუმტარია და ისინი არ ზიანდება 30 წუთის განმავლობაში.

იტალიური მარეგულირებლის აზრით, რეკლამაში განმარტებული არ არის, რომ კომპანია Apple-ის განცხადება მხოლოდ გარკვეულ ლაბორატორიულ პირობებში შეესაბამება რეალობას, ხოლო ჩვეულებრივ პირობებში წყალს ტელეფონის დაზიანება გაცილებით სწრაფად შეუძლია, ვიდრე მითითებული 30 წუთის განმავლობაში.

გარდა ამისა, მარეგულირებელი აღნიშნავს, რომ კომპანია მომხმარებლებს წყალში მოხვედრის შედეგად გაფუჭებული ტელეფონების საგარანტიო მომსახურებაზე უარს ეუბნება.