მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იტალიამ კორონავირუსის გამო, დამატებითი შეზღუდვები დააწესა

5f3a19f265699
თამთა ჯიჯავაძე
17.08.20 09:45
1095
იტალიის მთავრობამ კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის ახალი შეზღუდვები დააწესა. როგორც „ევრონიუსი“ წერს, ახალი გადაწყვეტილების მიხედით, საღამოს 18:00 საათიდან დილის 6:00 საათამდე საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში პირბადის ტარება სავალდებულოა.

გარდა ამისა, დაიხურა ღამის კლუბები. ასევე დამსვენებლებს, რომლებიც რომში ხორვატიიდან, საბერძნეთიდან, მალტიდან და ესპანეთიდან ჩადიან, კორონავირუსის ტესტს უტარებენ.

რეგულაციების გამკაცრების მიზეზი ინფიცირების დღიური შემთხვევების ზრდა გახდა. იტალიაში, რომელსაც პანდემიამ ევროპის ქვეყნებს შორის ყველაზე დიდი დარტყმა მიაყენა, ბოლო პერიოდში დღეში დაინფიცირების შემთხვევებმა 600-ს გადააჭარბა. ამ დროისთვის იტალიაში კორონავირუსის სულ 253,915 დადასტურებული შემთხვევაა. ვირუსს ქვეყანაში 35,396 ადამიანი შეეწირა.