მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იტალიამ კორონავირუსის გამო მილანის საკათედრო ტაძარი დახურა

5e53a438b4ca9
ნათია თაქთაქიშვილი
24.02.20 14:18
2668
იტალიის მთავრობამ დღეს ტურისტებში ყველაზე პოპულარული მილანის საკათედრო ტაძარი (იტალ. Duomo di Milano) დროებით დახურა. ტაძრის დახურვა კორონავირუსის ახალ შემთხვევებს უკავშირდება. ამის შესახებ ინფორმაციას ruptly.tv ავრცელებს.

ბოლო მონაცემებით, იტალიის ქალაქ ბერგამოში კორონავირუსით 84 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. შედეგად იტალიაში დაღუპულთა რიცხვი ოთხამდე გაიზარდა.

84 წლის მამაკაცი ლომბარდიის რეგიონის მესამე მცხოვრებია, რომელიც „კოვიდ-19“-ს ემსხვერპლა.

ლომბარდიაში სულ ინფიცირებულია 100 მოქალაქე. საერთო ჯამში, იტალიაში კორონავირუსის დიაგნოზი 152 ადამიანს დაუსვეს.