09.მარტი .2020 00:01

იტალიამ კორონავირუსის შემთხვევებით ჩინეთის შემდეგ მსოფლიოში მეორე ადგილზე გადაინაცვლა

views 2686
უკან

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) კორონავირუსის გავრცელების უახლესი სტატისტიკის მიხედვით, 8 მარტის განმავლობაში იტალიამ სამხრეთ კორეას გაუსწრო და ჩინეთის შემდეგ კორონავირუსის უდიდეს ეპიცენტრად იქცა. ამ დროისთვის იტალიაში სულ 7,375 ინფიცირების შემთხვევა არის გამოვლენილი, საიდანაც 622 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა, 366 კი გარდაიცვალა. 

შეგახსენებთ, რომ იტალიის მთავრობის გადაწყვეტილებით, 8 მარტიდან იტალიის ჩრდილოეთ რეგიონში ქვეყნისთვის უპრეცედენტო მასშტაბის კარანტინი დაწესდა, რომელიც 16 მილიონამდე ადამიანზე ვრცელდება. არსებული მდგომარეობით, კარანტინი ლომბარდიის რეგიონში, მილანში, ვენეციაში, პარმაში, მოდენასა და კიდევ რამდენიმე პროვინციაში 3 აპრილამდე გაგრძელდება და ამ დრომდე, გადაუდებელი შემთხვევების გარდა აღნიშნული ტერიტორიების დატოვება ან იქ შესვლა იკრძალება.

კორონავირუსის გავრცელება ქვეყნების მიხედვით:

1 ჩინეთი - 80,699 შემთხვევა; 3,097 გარდაცვალება; 57,065 გამოჯანმრთელება;
2 იტალია - 7,375 შემთხვევა; 366 გარდაცვალება; 622 გამოჯანმრთელება;
3 სამხრეთ კორეა - 7,314 შემთხვევა; 50 გარდაცვალება; 118 გამოჯანმრთელება;
4 ირანი - 6,566 შემთხვევა; 194 გარდაცვალება; 2,134 გამოჯანმრთელება;
5 საფრანგეთი - 1,126 შემთხვევა; 19 გარდაცვალება; 12 გამოჯანმრთელება;
6 გერმანია - 1,018 შემთხვევა; 0 გარდაცვალება; 18 გამოჯანმრთელება;
7 საერთაშორისო წყლები (საკრუიზო გემები) - 696 შემთხვევა; 7 გარდაცვალება; 245 გამოჯანმრთელება;
8 ესპანეთი - 613 შემთხვევა; 17 გარდაცვალება; 30 გამოჯანმრთელება;
9 იაპონია - 502 შემთხვევა; 6 გარდაცვალება; 76 გამოჯანმრთელება;
10 აშშ - 497 შემთხვევა; 20 გარდაცვალება; 8 გამოჯანმრთელება;
11 შვეიცარია - 337 შემთხვევა; 2 გარდაცვალება; 3 გამოჯანმრთელება;
12 დიდი ბრიტანეთი - 273 შემთხვევა; 2 გარდაცვალება; 18 გამოჯანმრთელება;
13 ნიდერლანდები - 265 შემთხვევა; 3 გარდაცვალება; 0 გამოჯანმრთელება;
14 შვედეთი - 203 შემთხვევა; 0 გარდაცვალება; 0 გამოჯანმრთელება;
15 ბელგია - 200 შემთხვევა; 0 გარდაცვალება; 1 გამოჯანმრთელება;
16 ნორვეგია - 167 შემთხვევა; 0 გარდაცვალება; 0 გამოჯანმრთელება;
17 სინგაპური - 150 შემთხვევა; 0 გარდაცვალება; 90 გამოჯანმრთელება;
18 ჰონგ-კონგი - 114 შემთხვევა; 2 გარდაცვალება; 55 გამოჯანმრთელება;
19 ავსტრია - 104 შემთხვევა; 0 გარდაცვალება; 0 გამოჯანმრთელება;
20 მალაიზია - 99 შემთხვევა; 0 გარდაცვალება; 24 გამოჯანმრთელება;
21 ბაჰრეინი - 85 შემთხვევა; 0 გარდაცვალება; 4 გამოჯანმრთელება;
22 ავსტრალია - 76 შემთხვევა; 3 გარდაცვალება; 22 გამოჯანმრთელება;
23 საბერძნეთი - 73 შემთხვევა; 0 გარდაცვალება; 0 გამოჯანმრთელება;
24 ქუვეითი - 64 შემთხვევა; 0 გარდაცვალება; 1 გამოჯანმრთელება;
25 კანადა - 63 შემთხვევა; 0 გარდაცვალება; 8 გამოჯანმრთელება.

საქართველოში ამ დროისთვის ინფიცირების სულ 13 შემთხვევა არის გამოვლენილი. ინფიცირებულთა უდიდეს ნაწილს ვირუსის სიმპტომები იტალიაში მოგზაურობის შემდეგ გამოუვლინდა.