მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იტალიამ კოვიდ-ვაქცინაცია სავალდებულო, შესაძლოა, ყველასთვის გახადოს - პრემიერი

61325cf45cbb2
თამთა ჯიჯავაძე
03.09.21 22:14
1391
იტალიამ შესაძლოა კოვიდ-საწინააღმდეგო ვაქცინაცია სავალდებულო  ყველასთვის გახადოს. ამის შესახებ Reuters-ის ცნობით, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა მარიო დრაგიმ განაცხადა. მისივე თქმით, მიმდინარე თვის ბოლოსკენ მთავრობა ასევე აპირებს ე.წ ბუსტერ დოზების ადმინისტრირების დაწყებას.

ცნობისთვის, იტალიაში კოვიდ-ვაქცინაცია სამედიცინო პერსონალისთვის უკვე გახდა სავალდებულო. ექიმები ვალდებულები არიან აიცრან თუ მათ სურთ, რომ ანაზღაურება მიიღონ. პრემიერ დრაგის თქმით, ყველა მოქალაქე შესაძლოა, მას შემდეგ გახდეს ვალდებული აიცრას, რაც ევროკავშირის ჯანდაცვის უწყება ვაქცინებს სრულ ავტორიზაციას მიანიჭებს.

ევროპის სამედიცინო სააგენტოს (EMA) ამ დრომდე ოთხი ვაქცინისთვის აქვს მინიჭებული საგანგებო ავტორიზაცია. დამატებითი კვლევების და ტესტირებების შემდეგ კი აღნიშნული სტატუსი განახლდება, რასაც უკვე შეიძლება მოჰყვეს იტალიაში ვაქცინაციის ყველა მოქალაქისთვის სავალდებულოობის დაწესება. 

ცნობისთვის, პრემიერი მარიო დრაგი დარწმუნებულია, რომ 12 წელზე მეტი ასაკის მოქალაქეების 80% თვის ბოლომდე სრულად აცრილი იქნება. ამჟამად აცრილების წილი 70.5%-ია.

აღსანიშნავია, რომ იტალიაში ამჟამად კორონავირუსის 137 000-ზე მეტი აქტიური შემთხვევაა, მათგან მძიმე პაციენტია 556. ბოლო 24 საათში ამ ქვეყანაში ინფიცირების 6 735 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ჯამში იტალიაში 4,5 მილიონზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი.