მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გერმანია გაზზე დღგ-ს შემცირებას გეგმავს

62ff48f6d441f
მარიამ ვარადაშვილი
19.08.22 13:01
838
გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცის განცხადებით, 2024 წლამდე გერმანია გაზზე დამატებითი ღირებულების გადასახადს [დღგ] 19%-დან 7%-მდე შეამცირებს. გერმანიის კანცლერი მოელის, რომ ენერგეტიკული კომპანიების მიერ ეს დანაზოგი მომხმარებელზე პირდაპირ აისახება. ამის შესახებ Bloomberg-ი წერს.

მიმდინარე თვეში ევროკავშირის გაზის საგანგებო გეგმა შევიდა ძალაში, რაც გაზის მოხმარების შემცირებას ითვალისწინებს. კერძოდ, ევროგაერთიანება წევრ ქვეყნებს მოუწოდებს შეამცირონ მოხმარება და იმუშაონ ზამთრისთვის გაზის დეფიციტის შესავსებად.

როგორც DW წერს, გერმანიაში პოლიტიკოსები ეძებენ გზებს როგორ შეამცირონ გაზის მოხმარება. საჯარო შენობები ამ ზამთარს მხოლოდ 19 გრადუსამდე გათბება. გამონაკლისია საავადმყოფოები. ამას გარდა, გერმანია ცდილობს ზამთრამდე ბუნებრივი გაზის რეზერვები შეავსოს.

ქვეყნის ეკონომიკისა და ენერგეტიკის მინისტრის, რობერ ჰაბეკის განცხადებით, გეგმით თხევადი ბუნებრივი გაზის რეზერვები 1 ნოემბრისთვის 95%-ით უნდა იყოს შევსებული. გასული კვირის მონაცემებით, ეს მაჩვენებელი 75%-ს აღწევს.