მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იტალიაში ავიარეისებზე ხელბარგის თვითმფრინავებში განთავსება იკრძალება

5ef9af17a30a7
ნათია თაქთაქიშვილი
29.06.20 14:40
779
იტალიაში ავიარეისებზე ხელბარგის თვითმფრინავებში ატანა აკრძალეს. როგორც იტალიის სამოქალაქო ავიაციის სამმართველოში განაცხადეს, თვითმფრინავის ზედა თაროებზე ბარგის განთავსება აკრძალული იქნება.

ამასთან, თვითმფრინავში კვლავ დაშვებული იქნება მცირე ზომის ჩანთების და სხვა ნივთების ატანა, რომელთა მოთავსებაც შესაძლებელია, მგზავრის სკამის ქვეშ ან წინ.

როგორც იტალიის სამოქალაქო ავიაციის სამმართველოში განმარტავენ, ეს აუცილებელია, რათა თვითმფრინავიდან ჩამოსვლისას მგზავრებმა სოციალური დისტანცია არ დაარღვიონ.

მათივე ინფორმაციით, ყველა მგზავრს უფასოდ შეეძლება, ჩანთების საბარგო განყოფილებაში მოთავსება.

იტალიის სამოქალაქო ავიაციის სამმართველო, ასევე, აღნიშნავს, რომ თვითმფირნავებში ჰაერის გაწმენდა, დაახლოებით, 2-3 წუთში ერთხელ მოხდება, რის შემდეგაც მიკრობების 99% ნადგურდება.