12.ოქტომბერი .2020 13:42

იტალიაში ახალი შეზღუდვების დაწესება იგეგმება

იტალიაში ახალი შეზღუდვების დაწესება იგეგმება
views 425
უკან

იტალიის ჯანდაცვის მინისტრ რობერტო სპერანზას განცხადებით, კორონავირუსული ინფექციის შემთხვევების ზრდის გამო, იტალია ახალი შეზღუდვების დაწესებისთვის ემზადება. ამის შესახებ ინფრომაციას Reuters-ი ავრცელებს.

იტალიის ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, რომ აუცილებელია, კერძო წვეულებების აკრძალვა როგორც - ბავშვების, ასევე, ზრდასრულების მონაწილეობით. ასევე, აიკრძალება სპორტის სახეობები, რომელიც ნიღბის ტარების შესაძლებლობას არ იძლევა.

აღსანიშნავია, რომ გასულ კვირაში იტალიის დედაქალაქ რომში ღია სივრცეებში სახის დამცავი ნიღბების ტარება სავალდებულო გახდა. Reuters-ის ინფორმაციით, ბოლო სამი დღის განმავლობაში იტალიაში ყოველდღიურად COVID-19-ის 5 000-ზე მეტი შემთხვევა ვლინდება, რაც მარტის შემდეგ პირველად მოხდა.