მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იტალიაში ბარები და რესტორნები გაიხსნა

60193bafa3b3b
ნათია თაქთაქიშვილი
02.02.21 17:40
927
იტალიაში კორონავირუსის გამო დაწესებული მკაცრი აკრძალვების ნაწილობრივი შემსუბუქება დაიწყო და დაბალი რისკის მქონე ადგილებში ბარები და რესტორნები გაიხსნა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ იტალიის ზოგიერთ რეგიონში რესტორნებსა და ბარებში მაგიდებთან სტუმრებს 18:00 საათამდე ემსახურებიან. 22:00 საათამდე გატანის სერვისის სთავაზობენ, რის შემდეგაც ქვეყანაში კომენდანტის საათი 05:00 საათამდე მოქმედებს. ევროპის უმეტეს ნაწილში კი, კვლავ მკაცრი კარანტინია დაწესებული.

იტალიის ჯანდაცვის მინისტრმა შეზღუდვები იტალიის 20-დან 15 რეგიონში შეამსუბუქა. 5 რეგიონს „წითელი ზონის“ სტატუსი შეუნარჩუნდა. ნებისმიერი ფერის რეგიონებს შორის მოგზაურობა თებერვლის შუა რიცხვებამდე ისევ აკრძალულია.

აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში ფუნქციონირება კოლიზეუმმა და ვატიკანის მუზეუმებმა ხელახლა განაახლეს. შეგახსენებთ, რომ კოლიზეუმი ორი თვის განმავლობაში იყო დახურული, ხოლო ვატიკანი - სამი თვე.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში სულ ვირუსის 2.5 მილიონზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის პანდემიამ 88 ათასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.