მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იტალიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 627 ადამიანი დაიღუპა - ბოლო მონაცემები

5e752399e1f25
თამთა ჯიჯავაძე
21.03.20 00:09
2003
იტალიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით დაინფიცირების 5 986 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამასთან, მხოლოდ დღეს გარდაიცვალა 627 დაინფიცირებული. ჯამში დაღუპულთა რაოდენობა მხოლოდ იტალიაში 4 000-ს აჭარბებს, ხოლო დაინფიცირების საერთო რაოდენობა ქვეყანაში 47 021-ია.

ბოლო 24 საათში ასევე სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა ესპანეთში,სადაც ერთ დღეში 213 (საერთო ჯამში 1 044) ადამიანი დაიღუპა, ხოლო 2 335 (საერთო ჯამში 20 412) დაინფიცირების შემთხვევა გამოვლინდა, ირანში კი 149 (საერთო ჯამში 1 433) დაიღუპა და 1 237 ახალი (საერთო ჯამში 19 644) შემთხვევა დადასტურდა.

მსოფლიოს მასშტაბით კი დღეს კორონავირუსით დაიღუპა 1 262 ადამიანი, ხოლო დაინფიცირების 26 312 შემთხვევა გამოვლინდა. საერთო ჯამში დაინფიცირებულთა რაოდენობა 271 206-ია, ხოლო დაღუპულია 11 290 ადამიანი. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 90 605-ია.