06.მარტი .2020 22:25

იტალიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით დაინფიცირების 620 ახალი შემთხვევა დადასტურდა

views 2087
უკან

იტალიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით დაინფიცირების 620 ახალი შემთხვევა დადასტურდა. BBC-ის ცნობით, საერთო ჯამში იტალიაში კორონავირუსის 3 916 შემთხვევაა დაფიქსირებული. სამოქალაქო თავდაცვის უწყების ცნობით, მათგან დაიღუპა 197 ადამიანი. თუმცა, მათივე განცხადებით, ეს რიცხვი მხოლოდ მას შემდეგ დადასტურდება, შესაბამისი უწყება დაადგენს გარდაცვალების ზუსტ მიზეზს.

თუ აღნიშნული რიცხვი დადასტურდა, მაშინ ეს იქნება კორონავირუსის შედეგად დაღუპულთა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ჩინეთის შემდეგ.