მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იტალიაში კარანტინი პერიოდი 12 აპრილამდე გახანგრძლივდა

5e83010654a9f
ნათია თაქთაქიშვილი
31.03.20 12:49
1214
იტალიაში კორონავირუსის გამო დაწესებული კარანტინი 12 აპრილამდე გახანგრძლივდა. ამის შესახებ BBC-ი იტალიის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებაზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ცნობით, ამ დროისთვის არსებული შეზღუდვები 3 აპრილამდე იყო დაწესებული, თუმცა ქვეყანაში არსებული ვითარებიდან გამომდინარე, მისი გახანგრძლივება გადაწყდა. იტალიაში კორონავირუსის გამო, კარანტინი სამი კვირის წინ დაწესდა.

ამ დროის მონაცემებით, იტალიაში ახალი ტიპის კორონავირუსის 101,739 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. მათგან 14,620-მა პაციენტმა შეძლო განკურნება, 11,591 კი, ვირუსს ემსხვერპლა.