მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იტალიაში კორონავირუსის შედეგად 45 ექიმი დაიღუპა

5e7e34333307b
თამთა ჯიჯავაძე
27.03.20 21:10
1108
იტალიაში კორონავირუსის შედეგად 45 ექიმი დაიღუპა. ამის შესახებ იტალიის ექიმთა ასოციაციამ განაცხადა. შეგახსენებთ, ქვეყანაში თითქმის ყოველდღიურად იზრდება კორონავირუსით დაინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობა.

ამჟამად ქვეყანაში დაინფიცირების 86,498 შემთხვევაა დადასტურებული. ხოლო დაიღუპა 9,134 დაინფიცირებული. მათგან გარდაცვალების 919 შემთხვევა იყო ბოლო 24 საათში. 

იტალიაში ჯანდაცვის სისტემა სერიოზულ ზეწოლას განიცდის, მედიკოსები საჭირო აღჭურვილობის დეფიციტზე საუბრობენ. ექიმთა ასოციაციის პრეზიდენტმა ფილიპო ანელიმ გუშინ განაცხადა, რომ სასწრაფოდ საჭიროა სამედიცინო დამცავი აღჭურვილობა იმისათვის, რომ ექიმებმა დაცულად იგრძნონ თავი და თავადაც არ დაინფიცირდნენ.