18.მარტი .2020 21:32

იტალიაში კორონავირუსის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ერთ დღეში რეკორდულად გაიზარდა

views 3067
უკან

იტალიაში კორონავირუსის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ერთ დღეში რეკორდულად გაიზარდა. მას შემდეგ რაც ქვეყანაში ეპიდემია დაიწყო, პირველი შემთხვევაა, როდესაც 24 საათში 475 ადამიანი დაიღუპა. საერთო ჯამში დაღუპულთა რიცხვი 3000-ს მიუახლოვდა.

ქვეყანაში დაინფიცირების 35,713 დადასტურებული შემთხვევაა, მათგან დაახლოებით 4000 გამოჯანმრთელდა.

იტალიის ყველაზე მეტად დაზარალებული რეგიონი ლომბარდიაა, სადაც ერთ დღეში 319 ადამიანი დაიღუპა.