მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იტალიაში კორონავირუსით დაღუპულთა დღიური რიცხვი ისევ გაიზარდა

5e7a44d815b87
თამთა ჯიჯავაძე
24.03.20 21:32
1388
იტალიაში კორონავირუსით დაღუპულთა დღიური რაოდენობა ისევ გაიზარდა. დღეს ქვეყანაში 743 ადამიანი გარდაიცვალა ინფექციით, მაშინ როდესაც გუშინ 141-ით ნაკლები იყო. ჯამში იტალიაში კორონავირუსით 6,820 ადამიანია დაღუპული.

რაც შეეხება დაინფიცირებულებს, მათი რაოდენობა მხოლოდ იტალიაში 69,176-ია.

შეგახსენებთ, იტალიაში ვირუსით ჩინეთზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

ბოლო დღეების განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსის სტატისტიკა შემდეგნაირი იყო:

გასული კვირის ხუთშაბათი: 427 დაღუპული
პარასკევი: 627
შაბათი: 793
კვირა: 651
ორშაბათი: 602.