23.მარტი .2020 21:32

იტალიაში კორონავირუსით დაღუპულთა დღიურმა რიცხვმა კლება დაიწყო

views 3920
უკან

იტალიაში კორონავირუსით დაღუპულთა დღიური რიცხვი მცირდება. ბოლო 24 საათის განმავლობაში 602 დაინფიცირებული დაიღუპა. საერთო ჯამში კი 6 078 დაღუპულია. თუმცა, დღიური რიცხვი უკვე მეორე დღეა მცირდება. მაგალითად გუშინ ეს რიცხვი 651 იყო.

შეგახსენებთ, იტალიაში სულ დაინფიცირების 63 928 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან დღეს 4 790 შემთხვევა გამოვლინდა. ხოლო გამოჯანმრთელებულია 7 432 ადამიანი. იტალია ჩინეთის შემდეგ რიგით მეორე ქვეყანაა დაინფიცირების მაჩვენებლით, ხოლო კორონავირუსის გამო, სიკვდილიანობით მსოფლიოში პირველ ადგილს იკავებს.