11.მარტი .2020 22:06

იტალიაში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი დღეს 196-ით გაიზარდა

views 769
უკან

იტალიაში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი დღეს 196-ით გაიზარდა. ინფექციის შედეგად იტალიაში ამ დრომდე გარდაიცვალა 827 ადამიანი.

გარდა ამისა, ქვეყანაში დღეს კორონავირუსით დაინფიცირების კიდევ 2000 შემთხვევა დადასტურდა. საერთო ჯამში იტალიაში დაინფიცირებულთა რიცხვმა 12 462-ს მიაღწია.

შეგახსენებთ, ჩინეთის შემდეგ ვირუსმა ყველაზე მეტად იტალია დააზარალა.

რამდენიმე საათის წინ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ პანდემია გამოაცხადა.