12.მარტი .2020 21:40

იტალიაში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვმა 1000-ს გადააჭარბა

views 547
უკან

იტალიაში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვმა 1000-ს გადააჭარბა. ხოლო დაინფიცირებულთა რიცხვი 15 113-მდე გაიზარდა. ერთი დღის წინ კი 12 462 იყო. ამის შესახებ BBC-ი წერს. 

შეგახსენებთ, რომ იტალიის პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის ეპიდემიის გამო, 10 მარტიდან იტალიის მთელ ტერიტორიაზე კარანტინი დაწესდა. პრემიერ-მინისტრ ჯუზეპე კონტეს განცხადებით, კარანტინი 3 აპრილამდე იქნება ძალაში.

ქვეყანაში იხურება ყველა კომერციული დაწესებულება, სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქების გარდა.