04.მარტი .2020 22:13

იტალიაში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვმა 107-ს მიაღწია

views 2668
უკან

იტალიაში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვმა 107-ს მიაღწია. მათგან ბოლო 24 საათში გარდაცვალების 28 შემთხვევა დაფიქსირდა. შექმნილი ვითარების გამო, იტალიის მთავრობამ ხვალიდან ყველა სკოლაში სასწავლო პროცესის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. BBC-ის ცნობით, დაიხურება ასევე ყველა უნივერსიტეტიც. სასწავლო პროცესი ქვეყნის მასშტაბით 10 დღით 15 მარტამდე შეწყდება.

აღსანიშნავია, რომ იტალიაში ამდრომდე კორონავირუსით დაინფიცირების 3000-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული. მათი უმრავლესობა ჩრდილოეთ რეგიონშია დაფიქსირებული.

სკოლების დროებით დახურვის გადაწყვეტილებას ჯანდაცვის ექსპერტები და სამინისტრო ეთანხმებიან. კორონავირუსის გამო გადაიდო ფეხბურთის რამდენიმე თამაშიც. ასევე მოიაზრებენ კინოებისა და თეატრების მუშაობის შეჩერებას და საზოგადოებრივი ღონისძიებების აკრძალვასაც. მთავრობის განკარგულება ასევე მოსახლეობას მოუწოდებს თავი შეიკავონ ხელების ჩამორთმევისა და ჩახუტებისგან.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა