მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იტალიაში კორონავირუსით დაინფიცირებული 101 წლის პაციენტი გამოჯანმრთელდა

5e7e422bc4049
თამთა ჯიჯავაძე
28.03.20 00:10
1520
იტალიაში კორონავირუსით დაინფიცირებული 101 წლის პაციენტი გამოჯანმრთელდა. ის უკვე სახლში გაწერეს. ამის შესახებ იტალიური მედია thelocal.it-ი წერს.

როგორც ცნობილია, მამაკაცი, რომელსაც ბატონ „P”-თი მოიხსენიებენ, 1919 წელს არის დაბადებული, რა დროსაც ესპანური გრიპი იყო გავრცელებული. ესპანურმა გრიპმა მაშინ ათობით მილიონი ადამიანი იმსხვერპლა მსოფლიოს მასშტაბით. მხოლოდ იტალიაში კი 600 000 ადამიანი.

შეგახსენებთ, იტალიაში კორონავირუსით დაინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობა თითქმის ყოველდღიურად იზრდება. ამჟამად ქვეყანაში დაინფიცირების 86,498 შემთხვევაა დადასტურებული. ხოლო დაიღუპა 9,134 დაინფიცირებული.