12.მარტი .2020 21:20

იტალიაში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი 15 113-მდე გაიზარდა

views 438
უკან

იტალიაში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი 15 113-მდე გაიზარდა. ერთი დღის წინ კი 12 462 იყო. ამის შესახებ BBC-ი წერს. 

ქვეყანაში კორონავირუსის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 827-ია.

შეგახსენებთ, რომ იტალიის პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის ეპიდემიის გამო, 10 მარტიდან იტალიის მთელ ტერიტორიაზე კარანტინი დაწესდა. პრემიერ-მინისტრ ჯუზეპე კონტეს განცხადებით, კარანტინი 3 აპრილამდე იქნება ძალაში.

ქვეყანაში იხურება ყველა კომერციული დაწესებულება, სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქების გარდა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა