10.მარტი .2020 00:57

იტალიაში კორონავირუსთან დაკავშირებით პრევენციული ზომები მთელი ქვეყნის მასშტაბით დაწესდა

views 1013
უკან

იტალიამ კორონავირუსთან დაკავშირებით ზომები მთელი ქვეყნის მასშტაბით დააწესა. ამის შესახებ BBC-ი წერს. 

ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ჯუზეპე კონტეს გადაწყვეტილება მოიცავს საზოგადოებრივი თავშეყრის შეზღუდვასაც.

შეგახსენებთ, იტალიის ჩრდილოეთ რეგიონში კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად მკაცრი ზომები რამდენიმე დღის წინ მიიღეს. კერძოდ, აიკრძალა რეგიონის დატოვება განსაკუთრებული შემთხვევების გარდა.

იტალიაში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი ერთ დღეში 97-ით გაიზარდა და 463 შეადგინა. დაინფიცირებულთა რაოდენობა კი 7 375-დან 9 172-მდე გაიზარდა.