მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იტალიაში მედდა ვაქცინაციის გაყალბების გამო დააკავეს - Euronews

61e503a465462
თათია კაკიაშვილი
17.01.22 22:19
1087
იტალიაში, კერძოდ პალერმოში მედდა კოვიდვაქცინაციის გაყალბების გამო დააკავეს. იტალიის პოლიციის განცხადებით, მათ ფარულად გადაიღეს მედდა, რომელმაც შპრიცში ვაქცინის პრეპარატი ჩაასხა, შემდეგ - წამალი გადაასხა და მოქალაქეს ცარიელი ნემსი გაუკეთა. ინფორმაციას ვიდეომტკიცებულებასთან ერთად „ევრონიუსი“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, აღნიშნული პირი, სავარაუდოდ, ისეთ მოქალაქეებს „ცრიდა“, რომლებსაც ვაქცინაციის დამადასტურებელი საბუთი სჭირდებოდათ, თუმცა რეალური აცრა არ სურდათ. საგულისხმოა, რომ თავად მედდის ოჯახის წევრებიც, რომლებიც „ანტივაქსერები“ არიან, მსგავსად „აიცრნენ“. ამასთან, მედდამ ამავე მეთოდით გაიკეთა covid-19 საწინააღმდეგო ვაქცინის გამაძლიერებელი, ე.წ. „ბუსტერ“ დოზა.

იტალიის პოლიციის ინფორმაციით, ამ დროისთვის მედდა დაკავებულია სიყალბის და გაფლანგვის ბრალდებით.

„ევრონიუსი“ წერს, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც იტალიელი ჯანდაცვის მუშაკები ცრუ ვაქცინაციას ატარებენ და ხშირ შემთხვევებში სანაცვლოდ ფულსაც იღებენ.