მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იტალიაში მყოფი, კორონავირუსით დაინფიცირებული საქართველოს მოქალაქე საავადმყოფოდან გაწერეს

5e69de08ea84d
ინგა მურუსიძე
12.03.20 10:56
2277
იტალიაში მყოფი, კორონავირუსით დაინფიცირებული საქართველოს მოქალაქე საავადმყოფოდან გაწერეს, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა.

"იტალიაში გვყავდა საქართველოს მოქალაქე დაინფიცირებული. ის გადიოდა შესაბამის პროცედურებს საავადმყოფოში. უკვე გაწერეს საავადმყოფოდან და ეს ძალიან კარგი ცნობაა ჩვენთვის. საბოლოოდ გამოჯანმრთელებამდე გაივლის კარანტინს და დარწმუნებული ვარ, რომ ჯანმრთელი დაუბრუნდება თავის ოჯახს", - განაცხადა ზალკალიანმა.

შეგახსენებთ, რომ იტალიაში მცხოვრებ ქართველ სტუდენტს რამდენიმე დღის წინ კორონავირუსი დაუდგინდა.