მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იტალიაში საშობაოდ საყოველთაო ლოქდაუნი გამოცხადდა

5fddad3eed866
თამთა ჯიჯავაძე
19.12.20 12:30
1230
იტალიაში საშობაოდ საყოველთაო ლოქდაუნი გამოცხადდა. როგორც BBC წერს, შობისა და ახალი წლის პერიოდში ქვეყანაში ე.წ წითელი ზონის შეზღუდვები ამოქმედდება, დაიხურება რესტორნები და ბარები, არასასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მაღაზიები. გადაადგილება დაშვებული იქნება მხოლოდ სამსახურში ან სამედიცინო დაწესებულებაში წასასვლელად.

შეზღუდული იქნება ასევე თავშეყრები და სტუმრად წასვლა.

როგორც იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯუზეპე კონტემ განაცხადა, ეს არ იყო მარტივი გადაწყვეტილება.

„ჩვენი სპეციალისტები სერიოზულად წუხდნენ, რომ საშობაოდ გვექნებოდა ინფიცირებულთა რაოდენობის მკვეთრი ზრდა, ამიტომაც ჩვენ უნდა გვემოქმედა“, - განაცხადა იტალიის პრემიერმა.

ცნობისთვის, იტალიას კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობის მხრივ ევროპაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს. ამ ქვეყანაში ინფექციას 68 000-მდე ადამიანი ემსხვერპლა.