მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იტალიაში სკოლაში ე.წ მწვანე ბარათის გარეშე შესვლა აკრძალულია - Euronews

614218c09eda6
მარიამ ადამია
16.09.21 00:00
1061
იტალიაში დაახლოებით ოთხი მილიონი მოსწავლე სკოლაში დაბრუნდა და გაკვეთილები რეგულარულ და არა დისტანციურ ფორმატში განახლდა. ოფიციალური მონაცემებით, განათლების მუშაკების 93% კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით უკვე აცრილია და „მწვანე ბილეთების“ სისტემაც დაინერგა, რომლის გარეშეც სკოლის ტერიტორიაზე შესვლა აკრძალულია. როგორც euronews იუწყება, შეზღუდვა დირექტორებიდან და მასწავლებლებიდან დაწყებული, დამლაგებელ-დარაჯით დასრულებული, ყველა თანამშრომელზე ვრცელდება. 

გარდა ამისა, თუკი სტუდენტებს სჭირდებათ "მწვანე ბარათი" ლექციებსა და გამოცდებზე დასაშვებად, სკოლის მოსწავლეები ამისგან თავისუფლდებიან. მაგრამ მშობლებს, რომლებსაც არ ექნებათ თან ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, ან ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR-ტექსტი, მაშინ არ ექნებათ საშუალება მიიტანონ დავიწყებული რვეული, ჩაანაცვლონ ფეხსაცმელი ან უბრალოდ მივიდნენ მასწავლებელთან გასაუბრების მიზნით. მკაცრი წესები ძალაში იქნება მინიმუმ წლის ბოლომდე.

ასე ეტაპობრივად ქვეყანა უბრუნდება ჩვეულ რიტმს და ყველაფერი ისე გამოიყურება, როგორც პანდემიამდე. მთავარი მიზანი კი არის ის, რომ ქვეყანამ თავიდან აიცილოს დისტანციური სწავლების რეჟიმი და ახალგაზრდებს ჰქონდეთ საშუალება სრულფასოვანი განათლება მიიღონ. ამიტომაც მიიღეს უმკაცრესი გადაწყვეტილებები, რის გამოც მოსახლეობის აზრები ორად გაიყო და მწვავე კრიტიკაც დაიმსახურა. თუმცა მას მხარდაჭერა აქვს როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ასევე UNICEF-ის მხრიდან, რომლებმაც ერთი თვის წინ ერთობლივი განცხადებაც გამოაქვეყნეს, სადაც ნათქვამი იყო, რომ ევროპის მასშტაბით სკოლები ღია უნდა დარჩეს და პერსონალისა და ბავშვებისთვის უფრო უსაფრთხო უნდა გახდეს.

„პანდემიამ გამოიწვია განათლების ყველაზე კატასტროფული შეფერხება ისტორიაში. მნიშვნელოვანია, რომ სწავლა საკლასო ოთახებში შეუფერხებლად გაგრძელდეს. მოვუწოდებთ ყველა ქვეყანას, გახსნან სკოლები და მოვუწოდებთ ყველა სკოლას, მიიღონ ზომები კოვიდ 19-ის გავრცელების რისკის შესამცირებლად, - აცხადებს ჯანმო-ს ევროპის რეგიონის ხელმძღვანელი, ჰანს კლუგე.