წინდების მწარმოებელი კომპანია „ალტერსოქსი“ პროდუქციას იტალიაში, კერძოდ ტოსკანას რეგიონში გაყიდის, - ამის შესახებ კომპანიის დამფუძნებელმა რეზი ბესელაშვილმა Bm.ge-სთან განაცხადა.
მისი თქმით, ეს არის ყველაზე მსხვილი პარტნიორი, ვინც კი კომპანიას ჰყოლია.
„ამ კვირის ბოლოს ან იმ კვირის დასაწყისში პირველ პარტიას გავგზავნით. იგზავნება ქალაქ პიზაში, შემდეგ კი დისტრიბუცია ტოსკანას რეგიონში მოხდება. ეს არის ახალი პარტნიორი, რომელთანაც კომუნიკაცია ორი თვის წინ დავიწყეთ. ასეთი დიდი რაოდენობის შეკვეთა ჯერ არ გვქონია, პირველ ეტაპზე დაახლოებით 12 000 წყვილ წინდას გავაგზავნით, თუმცა ეს არის საცდელი რაოდენობა, შემდეგ ჯერზე, სავარაუდოდ, გაორმაგდება.
აღნიშნულ პარტნიორთან წლის ბოლომდე გვაქვს კონტრაქტი, თუმცა მისივე სურვილით, მომავალ წელსაც მათ ექსკლუზიური მიმწოდებლები ვიქნებით, ეს თავად ჩაგვაწერინეს კონტრაქტში“, - განაცხადა რეზი ბესელაშვილმა და დასძინა, რომ იმ შემთხვევაში თუ მოთხოვნა გაიზრდება, კომპანიას საკმაოდ დიდი რაოდენობის წარმოების შესაძლებლობა აქვს.
შეგახსენებთ, რომ „ალტერსოქსის“ წინდები იტალიაში აქამდეც იყიდებოდა, თუმცა მცირე რაოდენობებით, დამფუძნებელი გვიყვება, რომ აქამდე პროდუქციას იტალიურ Amazon-სა და პატარა მარკეტებში ყიდდნენ, ასეთი მსხვილი დამკვეთი კი ჯერ არ ჰყოლიათ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი