09.მარტი .2020 23:37

იტალიის ჩრდილოეთში საავადმყოფოებში საწოლების დეფიციტი იქმნება -The Guardian

views 488
უკან

იტალიაში, კერძოდ კი ლომბარდიის რეგიონში საავადყოფოებში საწოლების დეფიციტი იქმნება. ამის მიზეზი კორონავირუსის შემთხვევების სწრაფი ზრდაა. იტალიაში უკვე ოცი დღეა ეპიდემიას ებრძვიან. სამედიცინო დაწესებულებებში ცდილობენ ინტენსიური თერაპიის პალატებში ადგილები გამოძებნონ ახალი პაციენტებისთვის. „გარდიანის“ ცნობით, შექმნილი ვითარების გამო, პაციენტები საოპერაციო ოთახებსა და კორიდორებშიც არიან განთავსებულნი.

შეგახსენებთ, იტალიის ჩრდილოეთი რეგიონი, მათ შორის მილანი და 14 პროვინცია, სამ აპრილამდე ჩაკეტილია. ბლოკირება 15 მილიონზე მეტ ადამიანს ეხება. პოლიცია მოსახლეობას ამოწმებს რკინიგზის სადგურებზე, გზებზე და აეროპორტებში.

იტალიაში ორშაბათს კორონავირუსით დაღუპულთა რიხვი 366-დან 463-მდე გაიზარდა. დაინფიცირების საერთო რიცხვმა კი 24%-ით იმატა და 9 172 შეადგინა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა