18.ნოემბერი .2019 21:42

იტალიის ელჩი - პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შეფერხება იმედგაცრუებას იწვევს

views 265
უკან

ოპოზიციასთან გამართული შეხვედრის შემდეგ, იტალიის ელჩმა საქართველოში ანტონიო ბარტოლიმ განაცხადა, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შეფერხება იწვევს იმედგაცრუებასა და უნდობლობას. ამის შესახებ ინფორმციას Interpressnews-ი ავრცელებს.

„ჩვენ მოვისმინეთ ოპოზიციის მოსაზრებები, მათი უმრავლესობა საუბრობს პოლიტიკურ იმედგაცრუებაზე, რომ უმრავლესობამ არ შეასრულა პირობა, ჩაეტარებინათ პროპორციული არჩევნები. ჩვენ ვერ ვუკარნახებთ საქართველოს პოლიტიკურ ძალებს, როგორი საარჩევო სისტემა მოერგება ქვეყანას, ეს მათი სუვერენული არჩევანია. თუმცა, ჩვენ და მე ჩვენში ვგულისხმობ საერთაშორისო თანამეგობრობას, აღვნიშნეთ, რომ პროპორციულ სისტემაზე არსებობდა ფართო კონსესუსი და აშკარაა, რომ მსგავსი შეფერხება ქმნის იმედგაცრუებას და იწვევს უნდობლობას. თუმცა ჩვენ ასევე აღვნიშნეთ, რომ ოპოზიციის ქმედებები უნდა დარჩეს კანონის ჩარჩოებში“, - განაცხადა ელჩმა Interpressnews-ის ინფორმაციით.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა