მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იტალიის ელჩი: მე უფრო საშუალო ზომის ჰესების პოტენციალს ვხედავ საქართველოში

5cf3abec73dff
ელენე ჩომახიძე
02.06.19 15:10
1833
პირადად მე უფრო საშუალო ზომის ჰესების მჯერა და მათში ვხედავ პოტენციალს საქართველოში, იქედან გამომდინარე რომ ისევე როგორც სხვა ქვეყნებში, დიდ ჰესებს აქვთ პრობლემები,- ამის შესახებ იტალიის ელჩი საქართველოში ანტონიო ენრიკო ბარტოლი აცხადებს "Forbes კვირასთან" ინტერვიუში.

მისი თქმით, დიდ ჰესებს აქვთ მათ შორის ისეთი პრობლემები, როგორიცაა სოციალური და ამ შემთხვევაში უფრო დიდია საჭიროება, საზოგადოებას აუხსნა, რომ ისინი ამ პროექტის სანაცვლოდ დივიდენდს მიიღებენ.

"ალბათ მეთანხმებით, რომ კაშხალი კაშხალია და მისი არსებობა, ცხადია, ცვლის ზოგად სურათს. თუ აღნიშნული ჰესი უმაღლესი ტექნოლოგიებით იქნება აშენებული და გარემოზე ზემოქმედება მინიმუმამდე იქნება დაყვანილი, ამავდროულად პროექტის შემსრულებლები ნათლად განმარტავენ და დაასაბუთებენ, რომ ამ ჰესის არსებობა ადგილობრივ განვითარებას შეუწყობს ხელს და სოციალური პროექტებიც მაქსიმალურად იქნება შესრულებული, მაშინ ცხადია ეს ცვლის სურათს. წინააღმდეგ შემთხვევაში რასაკვირველია დაბრკოლება ყოველთვის იქნება“,- აცხადებს დიპლომატი.

კითხვაზე, ვისი როლია ამ დროს გადამწყვეტი, ვინ უნდა იყოს ჩართული მოსახლეობაში ცნობიერების ამაღლების მიმართულებით, ელჩი აცხადებს, რომ აქ მთავრობისა და ინვესტორის როლი უმნიშნელოვანესია და ერთობლივი მუშაობაა საჭირო.

„მთავრობაც, ინვესტორიც და ფინანსური ინსტიტუტიც, თუ ის მონაწილეობს ამ პროექტში უნდა იყოს მაქსიმალურად დაინტერესებული სოციალური ასპექტებით, რადგან ერთია ფურცელზე გაწერილი გეგმა და ვადები, ხოლო მეორე საკითხია ის რეალობა, რაც არის.

ცხადია ქვეყანაში უნდა იყოს 1 ან ორი დიდი ჰესი, თუმცა მაინც აუცილებელია რომ არსებობდეს რაც მცირე და საშუალო სიმძლავრის ჰესები, რათა ქვეყანამ მოიზიდოს ინვესტორები. რასაკვირველია აღნიშნული ინვესტორის მოზიდვის სურვილი უნდა არსებობდეს და ძალისხმევას არ უნდა იშურებდეთ ამაში. რომ შევაჯამო, საქართველოში ენერგეტიკის კუთხით დიდი ინტერესია, თუმცა მანამდე ვიდრე, აქ რაიმე პროექტის განხორციელებას დაიწყებს, ძალიან სკურპულიოზური და მძიმე სამუშაოებია ჩასატარებელი, შესაფასებელია რეალური შესაძლებლობები რაც სხვათაშორისო არც ისე ბევრია’,- აცხადებს იტალიის ელჩი.