მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იტალიის მთავრობა LUKOIL-ის ქარხნის ნაციონალიზაციას გეგმავს

638712f780876
გიორგი თოლორდავა
30.11.22 12:24
532
იტალიის მთავრობა რუსული Lukoil-ის ერთ-ერთი უმსხვილესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ნაციონალიზაციას გეგმავს.

ISAB-ის ქარხანა სიცილიაშია განლაგებული და ის იტალიის მოთხოვნის 1/5-ს აკმაყოფილებს, რასაც ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

ნაციონალიზაციის პროცესის დასრულების შემდეგ, ქარხანა მის კანონიერ მფლობელს, კომპანია Lukoil-ს ჩამოერთმევა, მის ოპერირებაზე პასუხისმგებლობას კი იტალიის ენერგეტიკის სამინისტრო აიღებს, რომელიც უზრუნველყოფს, რომ რუსულ ნავთობზე ფასის ლიმიტისა თუ ემბარგოს დაწესების მიუხედავად, ISAB-ი მაინც განუწყვეტლად, შეფერხებების გარეშე განაგრძობს მუშაობას.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი გადაწყვეტილება მიიღეს დიდი ბრიტანეთის, გერმანიისა და საფრანგეთის მთავრობებმაც.