მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იტალიის მთავრობას რუსი ოლიგარქების გაყინული აქტივები ფინანსურ ტვირთად დააწვა

6283ffc34b4db
მარიამ ადამია
22.05.22 18:30
3173
მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა რუს ბიზნესმენებს 250 მლნ დოლარის ქონება გაუყინა, იტალიის ხელისუფლება არაერთი პობლემის წინაშე აღმოჩნდა. ამის შესახებ The Washington Post-ი წერს. სტატიის თანახმად, დღეს ქვეყანის მთავარი გამოწვევა რუსების გაყინული ვილების მართვაა, რაც საკმად ძვირი ჯდება. ასევე საკითხი დგას, თუ რა ფუნქცია შეიძლება შეიძინონ ცარიელმა ვილებმა, რომელიც ფინანსურ ტვირთად დააწვა ხელისუფლებას.

კანონის თანახმად, იტალიის მთავრობა ვალდებულია, შეინარჩუნოს რუსების გაყინული აქტივები. ანუ თეორიულად, იტალიას შეუძლია გამოიყენოს რუსების საბანკო ანგარიშები მათი ქონების შესანარჩუნებლად, მაგრამ, როგორც WP წერს,  ქონების შესანარჩუნებლად, საკმარისი თანხა ანგარიშებზე არ დევს. ვალენსიის უნივერსიტეტის სანქციების სპეციალისტი კი იმასაც ამბობს, რომ ევროპულ ხელისუფლებას ამ ღირებულების აქტივებთან დაკავშირებით, ძალიან მცირე გამოცდილება აქვს, რადგან ადრე ევროკავშირში სანქცირებული პირების უმეტესობას მნიშვნელოვანი კაპიტალი ევროპაში დაგროვილი არ ჰქონდა.

პარალელურად, იტალიის მთავრობა აცხადებს, რომ თუ მათი მართვა ძალიან ძვირი გახდება, გაყინული აქტივები შეიძლება გაიყიდოს, რაც სავარაუდოდ, კიდევ ახალ პრობლემებს გამოიწვევს და შესაძლოა რუსებმა ეს გადაწყვეტილება სასამართლოშიც გაასაჩივრონ.

იტალიამ, სარდინიის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროზე, რომელიც ცნობილია, როგორც ზურმუხტის სანაპირო, სამი რუსი ბიზნესმენის მინიმუმ რვა ვილა გაყინა. აქ ყველაზე ცნობილი რუსი მილიარდერი კი, ალიშერ უსმანოვია, რომელიც უკვე დიდი ხანია სარდინიაზე ცხოვრობს. მან ლოკალურად ქველმოქმედებაშიც ჩადო ფული, რისთვისაც 2018 წელს საპატიო მოქალაქის სტატუსი მიანიჭეს. როგორც უსმანოვის პრესპიკერი ამბობს, ოთხი ვილის მოვლა წელიწადში ასობით ათასი დოლარი ჯდება. გარდა ამისა, ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ უსმანოვი ევროკავშირის მიერ დაწესებულ სანქციებს არაგონივრულად მიიჩნევს და აპრილში მილიარდერმა სარჩელიც კი შეიტანა სასამართლოში სანქციების მოხსნის მიზნით.

გაყინული უძრავი ქონების ხარჯების გარდა, სარდინიაზე ადგილობრივი მოსახლეობისთვის სამუშაოს პრობლემაც არის, რადგან აქ მდებარე ზურმუხტისფერი სანაპირო არაა ისეთი ტურისტულად აქტიური, როგორც მაგალითად, მიკონოსი ან იბიცაა და ივლისსა და აგვისტოში, მხოლოდ რამდენიმე კვირით ცოცხლდება, ანუ ეს ის პერიოდია, როდესაც კუნძულზე მდიდარი სტუმრები ჩამოდიან, წელიწადის დანარჩენ პერიოდში კი, აქტუალობას კარგავს.