მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იტალიის პრემიერ-მინისტრი მარიო დრაგი გადადგა

62d9133398703
მარიამ ვარადაშვილი
21.07.22 13:00
820

იტალიის პრემიერ-მინისტრი მარიო დრაგი გადადგა. როგორც Reuters წერს, დრაგიმ პრეზიდენტს გადადგომის შესახებ უკვე აცნობა. ჯერ უცნობია ქვეყნის პრეზიდენტი სერჟიო მატარელა დაითხოვს თუ არა პარლამენტს და ვადამდელ არჩევნებს დანიშნავს. 

დრაგის გადადგომის მიზეზი იტალიის მმართველი კოალიციის დაშლაა. უთანხმოება 23 მილიარდი ევროს გამოყოფამ გამოიწვია, რაც ეკონომიკური დახმარების პაკეტი იყო ოჯახებისა და ბიზნესებისათვის.