მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იტალიის პრემიერი: იტალიაში სავარაუდოდ, საგანგებო მგომარეობა გახანგრძლივდება

5f08531083eb2
ნათია თაქთაქიშვილი
10.07.20 15:41
1284
იტალიის პრემიერ მინისტრმა ჯუზეპე კონტემ დღეს განაცხადა, რომ იტალია სავარაუდოდ, გაახანგრძლივებეს საგანგებო მდგომარეობას. ამის შესახებ ინფრომაციას Reuters-ი ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა 31 ივლისამდე იყო დაგეგმილი.

„საგანგებო მდგომარეობის შესაძლო გახანგრძლივება იმ მდგომარეობიდან გამომდინარე იგეგმება, რომელიც ამჟამად ქვეყანაშია და ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის მოგვარებას ემსახურება“,- განაცხადა კონტემ.

შეგახსენებთ, რომ იტალიამ 6-თვიანი საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში თებერვლის დასაწყისიდან გამოაცხადა, მას შემდეგ, რაც 2 ჩინელ ტურისტს კორონავირუსი დაუდასტურდა.

10 ივლისის მონაცემებით, ქვეყანაში ჯამურად კორონავირუსით ინფიცირების 242,363 დადასტურებული შემთხვევა იქნა გამოვლენილი, გარდაიცვალა 34,926 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა 193,978 ინფიცირებული.