მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იტალიის პრეზიდენტმა პრემიერ მარიო დრაგის განცხადება გადადგომის შესახებ არ დააკმაყოფილა

62d0624d21541
თამთა ჯიჯავაძე
14.07.22 22:33
1031
იტალიის პრეზიდენტმა სერჯო მატარელამ პრემიერ-მინისტრ მარიო დრაგის განცხადება გადადგომის შესახებ არ დააკმაყოფილა. ამის შესახებ BBC წერს.

აღსანიშნავია, რომ დრაგიმ პრეზიდენტს გადადგომის განცხადებით რამდენიმე საათის წინ მიმართა. მისი გადაწყვეტილების მიზეზი პოლიტიკური კრიზისი გახდა. კერძოდ, მიუხედავად იმისა, რომ მისი მთავრობა უნდობლობის გამოცხადებას გადაურჩა, კენჭისყრას დრაგის კოალიციის მთავარმა მოკავშირემ პოპულისტურმა „5 ვარსკვლავის მოძრაობამ“ ბოიკოტი გამოუცხადა. შედეგად დრაგის მთავრობის მომავალი კითხვითი ნიშნის ქვეშ დადგა.

შეგახსენებთ, მარიო დრაგი იტალიის პრემიერის პოსტს 2021 წლის თებერვლიდან იკავებს.