მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ITB Berlin-ზე მასპინძელი ქვეყნის სტატუსი €37 მლნ-ის მარკეტინგულ მხარდაჭერას გვაძლევს"- მარიამ ქვრივიშვილი

5e3be795749cc
ვიქტორია მღებრიშვილი
06.02.20 14:40
4558
„ITB Berlin-ზე მასპინძელი ქვეყნის სტატუსის მოპოვება გვაძლევს 37 მლნ ევროს ღირებულების მარკეტინგულ მხარდაჭერას და 1 მლრდ-იან აუდიტორიაზე წვდომას", - ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე წერს.

საქმე ისაა, რომ საქართველომ გერმანიის საერთაშორისო ტურისტული გამოფენის ITB Berlin-ის ოფიციალური დასტური მიიღო, რომლის მიხედვითაც 2022 წელს საქართველო მსოფლიოს მასშტაბით, ტურიზმის ინდუსტრიაში ყველაზე დიდი გამოფენა-ბაზრობის ITB Berlin-ის მასპინძელი ქვეყნის სტატუსით წარდგება.

„ის ფაქტი, რომ საქართველომ უამრავ ქვეყანას შორის გაიმარჯვა და მსოფლიოში ყველაზე მსხვილ და გავლენიან ტურისტულ გამოფენაზე მოიპოვა მასპინძელი ქვეყნის სტატუსი ეს ჩვენი ქვეყნის ტურიზმის ინდუსტრიისათვის არის აბსოლუტურად ახალი ერა და ეტაპი და ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც შეიძლება მოხდეს ნებისმიერი ქვეყნის ტურიზმის ინდუსტრიის განვითარებისთვის.

გარდა იმ თვალსაჩინო, საამაყო თუ უპრეცენდენტო ღირებულებებისა რასაც ქვეყანა და ჩვენი ხალხი მიიღებს ამ გამარჯვებით, მინდა ხაზი გავუსვა იმ უმნიშვნელოვანეს ფაქტორებს რასაც საქართველო როგორც მასპინძელი ქვეყანა მიიღებს: 1 მილიარდზე მეტ ადამიანთან წვდომას, გარდა ამისა ჩვენ გვექნება 37 მლნ ევროს ღირებულების PR და მარკეტინგული მხარდაჭერა გამოფენის ორგანიზატორებისგან. სხვა ქვეყნების მაგალითებიდან გამომდინარე ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ ტურიზმის კუთხით სტატისტიკურად 130 %-ით გაიზრდება. მას შემდეგ რაც წარდგება მასპინძელი ქვეყანა და რა თქმა უნდა ეს არის უმნიშვნელოვანესი ხელშეწყობა ჩვენი ქვეყნის კერძო სექტორის ინდუსტრიისთვის, რომელიც ყოველწლიურად ესწრება ჩვენთან ერთად აღნიშნულ გამოფენას და მათ ექნებათ საშუალება, რომ მნიშვნელოვნად გაზარდონ ბიზნეს ოპერირება და მიიღონ კიდევ უფრო მეტი ფინანსური სარგებელი ტურიზმის ინდუსტრიიდან“, - აცხადებს მარიამ ქვრივიშვილი.

ცნობისთვის, ITB Berlin-ს 2007 წლიდან 15-მა ქვეყანამ უმასპინძლა, მათ შორისა: ინდოეთი, გერმანია, თურქეთი, პოლონეთი, ინდონეზია, მალაიზია და ა.შ. ეს ის ქვეყნებია, რომლებიც ტურისტული ბაზრის უდიდეს წილს ფლობენ მსოფლიოს მასშტაბით.