მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

iTechnics-ი კიდევ ერთ ფილიალს თბილისში, Axis Towers-ში ხსნის ®

61bc817f46e0b
BM.GE
17.12.21 16:36
454
“აიტექნიკსი” კიდევ ერთ ახალ ფილიალს ხსნის თბილისში, Axis Towers-ში (ჭავჭავაძის გამზირი 37).

ახალი ფილიალის გახსნასთან დაკავშირებით “აიტექნიკსი” მომხმარებელს 17, 18 და 19 დეკემბერს ექსკლუზიურ შეთავაზებებს, საჩუქრებსა და ფასდაკლებებს სთავაზობს.

iTechnics-ი Apple-ის პირველი ავტორიზებული პარტნიორია ქართულ ბაზარზე, რომელიც სთავაზობს მომხმარებელს Apple-ის უმაღლესი ხარისხის ტექნიკას ოფიციალური საგარანტიო პირობებით, დაზღვევით, საჭირო აქსესუარებითა და პროგრამული უზრუნველყოფით.

კომპანია 2011 წლიდან ოპერირებს და Apple-ის პროდუქციის რეალიზატორთა შორის ბაზარზე ყველაზე ფართო ქსელითაა წარმოდგენილი. ამჟამად აქვს 5 ფილიალი, მათ შორის ერთი მაღაზია ბათუმში და, ასევე, სერვისცენტრი თბილისში.

iTechnics-ი განაგრძობს ქსელის გაფართოებას და სულ მალე ახალ ფილიალს ქუთაისშიც გახსნის.

2021 წლის ოქტომბრიდან "აიტექნიკსის" სტრატეგიული პარტნიორი ბიზნესის და ორგანიზაციული განვითარების მიმართულებით კაპიტალის ზრდის კომპანია სინერჯი გახდა.