მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოდან 26.1 მლნ დოლარის ატამი და ვაშლატამაა ექსპორტირებული

6124b2ef2af34
BM.GE
24.08.21 13:57
1058
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 1 მაისიდან დღემდე განხორციელდა 28.7 ათასი ტონა ატმისა და ვაშლატამას ექსპორტი, რომლის ღირებულებამ 26.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ატმისა და ვაშლატამას ექსპორტის მოცულობა 5.7 ათასი ტონით (25%), ხოლო ღირებულება - 6.9 მლნ აშშ დოლარით (36%) გაიზარდა.

ექსპორტი განხორციელდა რუსეთში (18,942), სომხეთში (8,156 ტონა), უკრაინაში (768 ტონა), აზერბაიჯანში (269 ტონა), ყაზახეთში (134 ტონა), ბელარუსში (119 ტონა), მოლდოვაში (116 ტონა), პოლონეთსა (98 ტონა) და სლოვენიაში (59 ტონა).